26 ნოემბერი 2026,   09:56
ვრცლად
კარგად გვახსოვს როგორ ესარჩლებოდნენ USAID-ს საქართველოში აგენტურული ოპოზიციური პარტიები და როგორ სიყალბეში და თაღლითობაში მიიღეს მონაწილეობა მდიდარ NGO-ებთან ერთად - ლევან მაჭავარიანი

USAID-ის ფაილებში ფიგურირებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, არჩევნების წინ, 2024 წელს სოციალური ქსელების მონიტორინგისა და პლატფორმებთან, მათ შორის, Meta-სთან კოორდინაციის დეტალები.

დოკუმენტებში საქართველოსთან დაკავშირებით კონკრეტული ჩანაწერები ორ ძირითად ფაილში გვხვდება: პირველი არის 2024 წლის 16 აგვისტოთი დათარიღებული ელექტრონული მიმოწერა წინასაარჩევნო პერიოდში Meta-სთან პირდაპირი საკონტაქტო არხის დამყარების შესახებ, ხოლო მეორე - შიდა ანგარიში, რომელიც დეტალურად აღწერს USAID/Georgia-ს პროგრამის მუშაობის სქემას Facebook/Meta-სთან კონტენტის მოდერაციისა და გვერდების გაუქმების მიმართულებით.

არქივში გამოქვეყნებულ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის დოკუმენტში საქართველო უკრაინასა და ნიგერიასთან ერთად მოხსენიებულია, როგორც ერთ-ერთი პიონერი ქვეყანა, სადაც არჩევნების პერიოდში სოციალური მედიის დეზინფორმაციის მონიტორინგის ახალი მეთოდოლოგიების ტესტირება და საპილოტე პროგრამების განხორციელება ხდებოდა.

გამოქვეყნებული მასალებით მტკიცდება, რომ USAID-ს შექმნილი ჰქონდა პროპაგანდისტული ქსელი, რომელშიც შედიოდნენ ადგილობრივი ენჯეოები, ე.წ. მედია, ექსპერტები, ასევე სოც. ქსელების კომპანიები. ამ ქსელის მეშვეობით ისინი ორკესტრირებულად იწყებდნენ იმ საკითხებისა და გზავნილებს გაჟღერებას და წინ წამოწევას, რომელიც თავად სჭირდებოდათ. პარალელურად, კი მედია სივრციდან აქრობდნენ და დისკრედიტაციას უწევდნენ მათთვის არასასურველ ინფორმაციას და გამოცემებს.

მმართველ გუნდში ამბობენ რომ USAID-ის ფაილები, ადასტურებს, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ "ფერადი რევოლუციების" გლობალური მანქანა შექმნა, რომელიც წლების მანძილზე საქართველოში აქტიურად მუშაობდა. "ქართული ოცნება" USAID-ს კრიმინალურ ორგანიზაციად მოიხსენიებს და ქართული ოპოზიციის როლზე საუბრობს.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ყველას კარგად ახსოვს თუ როგორ ესარჩლებოდნენ USAID-ს საქართველოში აგენტურული ოპოზიციური პარტიები და როგორ სიყალბეში და თაღლითობაში მიიღეს მონაწილეობა.

"კარგად გვახსოვს თუ როგორ ესარჩლებოდნენ USAID-ს საქართველოში აგენტურული ოპოზიციური პარტიები და როგორ სიყალბეში და თაღლითობაში მიიღეს მონაწილეობა მდიდარ NGO-ებთან ერთად რუსული კანონის საკითხის გარშემო და იქ მთავარი არგუმენტი რა იყო? ამ აგენტურის მხრიდან მთავარი არგუმენტი იყო, თურმე როგორ შეიძლებოდა "ქართულ ოცნებას" ეჭვქვეშ დაეყენებინა USAID-ის დაფინანსება. მოვიდა ბატონი ტრამპის ადმინისტრაცია ფაქტებით და მტკიცებულებებით დაადასტურა, რომ არის კრიმინალური ორგანიზაცია და ფაქტებით და მტკიცებულებებით ასევე დასტურდება, რომ არა მხოლოდ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, არამედ უშუალოდ საქართველოშიც USAID-ის ფული ხმარდებოდა ქვეყანაში არეულობის მოწყობას, რევოლუციების დაგეგმვას და ჩვენი ქვეყნისთვის არასასურველი იდეოლოგიის თავსმოხვევას", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

დღის ამბები