ფოთსა და სამტრედიაში დევნილებისთვის უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩატარდა. აქცია აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა და მასში თბილისიდან მოწვეული 9 ექიმი მონაწილეობდა.
დევნილ მოსახლეობას კონსულტაციები, ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევები ჩაუტარდა, დანიშნულების მიხედვით გადაეცათ მედიკამენტებიც.
პროცესს ადგილზე აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები გაეცნენ.