25 ნოემბერი 2026,   12:50
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი ატარებდა ისეთი ქვეყნების ინტერესს, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ინტერესთან და რამდენი ქვეყანა იყო ამ ყველაფერში ჩართული ძალიან რთული სათქმელია - ლევან მაჭავარიანი

მიხეილ სააკაშვილის მორიგი აღიარება: პატიმარი ექსპრეზიდენტი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და 2003 წლის ნოემბრის მოვლენებს იხსენებს.

სააკაშვილი აღწერს, როგორ იყო ჩართული რუსეთის საგარეო საქმეთა იმდროინდელი მინისტრი იგორ ივანოვი მიმდინარე პროცესებში და სააკაშვილის გუნდისთვის თანამდებობებს ანაწილებდა.

მიხეილ სააკაშვილის პოსტი, სადაც წერდა, რომ "ვარდების რევოლუცია" იგორ ივანოვმა აკურთხა, მის "ფეისბუქ" გვერდზე აღარ იძებნება, სტატუსის გამოქვეყნებიდან მალევე, პატიმარმა მამხილებელი პოსტი წაშალა.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არაერთი უცო ქვეყნის ინტერესს ემსახურებოდა, რომლებიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ინტერესთან.

"ივანოვი ნამდვილად ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ჩამოვიდა. ეს კადრები ყველას კარგად გვახსოვს, თუ არ ვცდები, სააკაშვილის ინაუგურაციაზეც იმყოფებოდა. ხოლო სააკაშვილი რამდენი ქვეყნის ინტერესს ემსახურებოდა, ეს კიდევ ცალკე საკითხია და რაც მას აქვს ჩადენილი, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, იგი ატარებდა ისეთი ქვეყნების ინტერესს, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ინტერესთან და რამდენი ქვეყანა იყო ამ ყველაფერში ჩართული, ეს ძალიან რთული სათქმელია იქიდან გამომდინარე, რომ იმდენი რამე დააზარალა, იმდენი რამე დაუშავა საქართველოს, რომ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი ქვეყნის ინტერესს, უცხო ქვეყანაზე მაქვს საუბარი, იგი ნაკლებად ემსახურებოდა და, სავარაუდოდ, რამდენიმე ქვეყანა იყო ამ ყველაფერში ჩართული", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

დღის ამბები