25 ნოემბერი 2026,   12:12
ვრცლად
მასშტაბური პროტესტი და ფინანსური კრიზისი Volkswagen-ში - გერმანიის ქალაქ ემდენში კომპანიის ხელმძღვანელობასა და პროფკავშირს შორის მოლაპარაკებები დაიწყო

მასშტაბური პროტესტი და ფინანსური კრიზისი "ფოლკსვაგენში". გერმანიის ქალაქ ემდენში კომპანიის ხელმძღვანელობასა და პროფკავშირს შორის მოლაპარაკებები დაიწყო.

მზარდი კონკურენციისა და ხარჯების ზრდის ფონზე, მენეჯმენტი მკაცრ ცვლილებებს ითხოვს - მათ შორის, თანამშრომლებისთვის 2027-2028 წლებში ხელფასების გაყინვას, დამატებითი შეღავათების გაუქმებასა და სამუშაო საათების გაზრდას.

მედიის ინფორმაციით, კომპანიის გეგმა 100 ათასი თანამშრომლის გათავისუფლებასა და გერმანიაში 4-მდე ქარხნის დახურვას ითვალისწინებს. საპასუხოდ, პროფკავშირები მასშტაბურ გაფიცვებს აანონსებენ.

"ჩვენთვის გაფიცვა თვითმიზანი არ არის. თუმცა კომპანია გვაიძულებს, ვაჩვენოთ, რომ საჭიროების შემთხვევაში მოქმედების სხვა მეთოდებიც გვაქვს", - განაცხადა "ფოლკსვაგენის" სამუშაო საბჭოს ხელმძღვანელმა დანიელა კავალომ.

"ფოლკსვაგენის" მთავარი მომლაპარაკებლის ფრანკ იშნერის განცხადებით, კომპანიის ყველა მიმართულება ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირებაზე მუშაობს.

"კომპანიის ყველა მიმართულება ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირებაზე მუშაობს. ეს შრომით დანახარჯებსაც ეხება. კარგად გვესმის, რომ ეს მტკივნეული ნაბიჯია თუმცა ეს აუცილებელი და გარდაუვალია", - აცხადებს ფრანკ იშნერი.

დღის ამბები