25 ნოემბერი 2026,   12:12
ვრცლად
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კორტნი ოსტრიანი ბათუმსა და ფოთს ეწვია

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, კორტნი ოსტრიანი ბათუმსა და ფოთს ეწვია. ოსტრიანის განცხადებით, საქართველოში დიპლომატიური მისიით უკვე მეორედ იმყოფება. მან გაიხსენა წინა მისიის პერიოდი, როდესაც JMOC შექმნასა და საქართველოში სანაპირო დაცვის ხომალდების შემოყვანაზე მიმდინარეობდა მსჯელობა და აღნიშნა, რომ სასიამოვნოა ამ პროექტების უკვე განხორციელებულად ხილვა.

"საქართველოში დიპლომატიური მისიით მეორედ ვიმყოფები. როდესაც აქ პირველად ვმუშაობდი, ვმსჯელობდით JMOC-ის შექმნასა და საქართველოში სანაპირო დაცვის ხომალდების შემოყვანაზე. ვერ წარმოვიდგენდი, რომ აქ დაბრუნების შესაძლებლობა მექნებოდა და ამ პროექტებს განხორციელებულს ვნახავდი. როდესაც ვსაუბრობთ შუა დერეფანსა და იმ როლზე, რომელსაც ფოთი და ბათუმი შეასრულებენ აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვაში, მნიშვნელოვანია, ადგილზე გავეცნოთ არსებულ ვითარებას და გავიგოთ, რა არის საჭირო, რომ ეს საქმიანობა გაფართოვდეს და გლობალური სატრანსპორტო სისტემის ნაწილი გახდეს. ძალიან სასიამოვნო იყო იყო ბათუმის ამერიკულ კუთხეში დაბრუნება და ახალგაზრდებთან შეხვედრის შესაძლებლობა. მათთან შეხვედრა ძალიან შთამაგონებელი იყო. ასეთი რთული კითხვები ჩემთვის იშვიათად დაუსვამთ. თამამად მეკითხებოდნენ ყველაფერს და ძალიან ხალისიანი შეხვედრა გამოვიდა", - ამბობს კორტნი ოსტრიანი.

დღის ამბები