ფონიჭალის ტრაგედიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კაცი, რომლის სახლშიც აფეთქება მოხდა, კლინიკაში გარდაიცვალა.
31 წლის მამაკაცს სხვა დაზიანებებთან ერთად სხეულის 87 პროცენტის დამწვრობა აღენიშნებოდა და ის კლინიკაში 6 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.
რაც შეეხება აფეთქების შედეგად დაშავებულ 3 წლის თაიას, მან ინგოროყვას კლინიკა ცოტა ხნის წინ დატოვა.
შეგახსენებთ ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი.