ითხოვდნენ თუ არა "ლელოს" წარმომადგენლები საქართველოდან უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას - პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე ამტკიცებს, რომ მსგავსი შინაარსის განცხადება პარტიაში არასდროს გაუკეთებიათ და, ბრალდებების პასუხად, პარლამენტის თავმჯდომარისგან მტკიცებულებებს ითხოვს.
"ძლიერ საქართველო - ლელოს" არასდროს მოუთხოვია ქართველი მებრძოლებისთვის უკრაინაში წასასვლელად სპეციალური რეისის დანიშვნა და მითუმეტეს, ამ გზით უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში ჩართვა", - წერს ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში.
არქივი "ლელოს" ლიდერების არაერთ განცხადებას ინახავს, სადაც ისინი უკრაინაში მოხალისეების არ გაგზავნის გამო მთავრობას მწვავედ აკრიტიკებენ. მათ შორის არის პარლამენტში 2022 წლის პირველ მარტს სალომე სამადაშვილის გამოსვლა, სადაც ის 28 თებერვლის მოვლენებზე საუბრობს.