შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 101 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
"მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ფილიპინების, თურქმენეთის, ინდოეთის, რუსეთის, კენიის, აზერბაიჯანის, კუბის, უზბეკეთის, ბელარუსის, ეგვიპტის, იორდანიის, კოტ- დივუარის, ნეპალის, პაკისტანის, ჩინეთის, ალჟირის, ბელარუსის, ნიგერიის, სომხეთის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 101 მოქალაქე.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
მიმდინარე წელს, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქვეყნიდან გაძევებულია 3600-ზე მეტი პირი.