28 ოქტომბერი 2026,   20:55
ვრცლად
საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენების გამო, კიდევ ორი მოქალაქე დაჯარიმდა

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 500 ლარით დააჯარიმა ხათუნა ქოიავა, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ანა გელაშვილს. 4 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა ვასილ დონდოლაძეს. მან სიძულვილის ენა შალვა პაპუაშვილის მისამართით გამოიყენა. პროცესები გაიმართა ბათუმსა და ლაგოდეხში.

შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორმა, სალომე ქირიამ, მედიასთან, განხილული საქმეების შესახებ ისაუბრა.

"ქალბატონი ხათუნა ქოიავას და ვასილ დონდოლაძის პროცესი იყო დღეს. ქალბატონი ხათუნას მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგა 166-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მას ვედავებოდით ქალბატონი ანა გელაშვილის სიტყვიერ შეურაცხყოფას. აღნიშნული პიროვნება ესწრებოდა პროცესს, დააფიქსირა პოზიცია სამართალდარღვევასთან დაკავშირებით. მის მიმართ სასამართლომ გამოიყენა ჯარიმა 1 500 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება ბატონ ვასილს, ბატონი ვასილის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგა 173- 16-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მას ვედავებოდით ბატონი შალვა პაპუაშვილის სიტყვიერ შეურაცხყოფას. ამ შემთხვევაშიც დადგინდა სამართალდარღვევის არსებობის ფაქტი, პიროვნება არ ესწრებოდა პროცესს, სასამართლომ კი მის მიმართ გამოიყენა ჯარიმა მაქსიმალური ოდენობით, 4 000 ლარი", - აცხადებს სალომე ქირია. 

დღის ამბები