29 ოქტომბერი 2026,   08:34
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში, მატარებლების შეჯახების შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ესპანეთში მომხდარი ტრაგედიის გამო, მწუხარებას გამოთქვამს. 

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში, ტოლედოს პროვინციაში მატარებლების შეჯახების შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო.

ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ამ მძიმე წუთებში ჩვენი თანადგომა ესპანელ ხალხს", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

ბოლო მონაცემებით, ესპანეთში, მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა

დღის ამბები