29 ოქტომბერი 2026,   02:18
ვრცლად
საქართველოსა და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა მუსტაფა ჩიფთჩიმ სატელეფონო საუბარი გამართეს.

მხარეებმა ორგანიზებული და ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებული თანამშრომლობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

საუბრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობას.

დღის ამბები