30 ოქტომბერი 2026,   01:01
ვრცლად
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ საზოგადოებას ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ საზოგადოებას ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

ბექა ოდიშარიამ მოწვეულ სტუმრებს სტუდენტთა დაფინანსების, კლასიკური მუსიკის, ფოტოგრაფიის, ლიტერატურის, კინოსა და სხვა მიმართულების, ფესტივალებისა და კონკურსების დაფინანსებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

"დინამიკურია პროცესი თბილისში განათლებისა და კულტურის მიმართულებით, 17 000 ახალგაზრდა გადამზადდა, რომელთა 65% დასაქმდა. მუზეუმების მიმართულებით არის ძალიან დიდი აქტივობები, რეკონსტრუქციები, რეაბილიტაციები. ისეთი საქმიანი ურთიერთობები, როგორც ახლა აქვს თბილისის მერიას და თბილისის საკრებულოს, ალბათ არის ძალიან მნიშვნელოვანი დარგის განვითარებისთვის", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

 

დღის ამბები