მსოფლიოში ცნობილი ბრიტანული არქიტექტურული კომპანია Zaha hadid Architects საქართველოში სახელმწიფო პროექტების განხორციელებით დაინტერესდა. საკითხზე დეტალური მსჯელობა იყო კომპანიის დირექტორსა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შორის.
მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
ლევან ჟორჟოლიანის შეფასებით, ინოვაციური ურბანული სივრცეების შექმნით ცნობილი ბრიტანული გიგანტის საქართველოში გამოჩენა ადგილობრივი ბაზრის განვითარებასა და მშენებლობის ხარისხის ამაღლებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.