30 ოქტომბერი 2026,   15:05
ვრცლად
ბაქოში კულტურათაშორისი დიალოგის მეშვიდე მსოფლიო ფორუმი გაიმართა, სადაც საქართველოს დელეგაციასთან ერთად კულტურის მინისტრის მოადგილე მონაწილეობს

"დიალოგი საერთო მომავლისთვის" - ბაქოში კულტურათაშორისი დიალოგის მეშვიდე მსოფლიო ფორუმი გაიმართა. სამდღიანი კონფერენცია გულისტანის სასახლეში პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გახსნა.

ღონისძიებას საქართველოს დელეგაციასთან ერთად კულტურის მინისტრის მოადგილე დაესწრო. ნათია შამათავა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

მან ხაზი გაუსვა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში კულტურათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას.

დღის ამბები