2026 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6% შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, პირველი 9 თვის საშუალო მაჩვენებელი 7.4%-ით განისაზღვრა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის მიხეილ დუნდუას განცხადებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.
"საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები არის მაღალი და ძლიერი, აგრძელებს ქვეყანა ძლიერ განვითარებას, ეს ბუნებრივია, იმიტომ, რომ გვაქვს გაზრდილი ექსპორტი, გვაქვს ძლიერი ინვესტიციები, გვაქვს გაზრდილი შემოსავლები ბიუჯეტში, არის ხელფასების ზრდა მთლიანად ქვეყნის მასშტაბით, როგორც კერძო სექტორში, ისე სახელმწიფო სექტორში, რაც ბუნებრივია მეტყველებს, რომ საქართველოს აქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა და მომავალ წელსაც, ბუნებრივია, ძლიერ ეკონომიკურ ზრდას ველით", - აცხადებს მიხეილ დუნდუა.