30 ოქტომბერი 2026,   19:44
ვრცლად
საქართველოს პარლამენტის სტაჟიორები სამთავროს დედათა მონასტერსა და შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსს ესტუმრნენ

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის ინიციატივით, პარლამენტის სტაჟიორები მცხეთის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ.

სტაჟიორები მცხეთაში, სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტერს ესტუმრნენ, რის შემდეგაც შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსამდე მსვლელობა მოაწყვეს.

ახალგაზრდები გაეცნენ აღნიშნული ტაძრების ისტორიას, არქიტექტურულ თავისებურებებსა და მათ მნიშვნელობას ქართულ კულტურაში.

დღის ამბები