დედაქალაქის VIII მოწვევის საკრებულოში საქმიანობის შესახებ ანგარიში, რომელიც 2025 წლის 2 ნოემბრიდან 2026 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდს მოიცავს, საკრებულოს წევრმა, ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილემ, კახა ბერაძემ, წარადგინა.
კახა ბერაძე ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის და სარევიზიო კომისიების წევრია.
როგორც მომხსენებელმა განაცხადა, საანგარიშო პერიოდში თბილისის საკრებულოს საქმიანობა დედაქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვასა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას გულისხმობს.
მათ შორის უნდა აღინიშნოს დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის, ბიუჯეტის, მიღების პროცესი - ბიუჯეტის პროექტის განხილვა, პრიორიტეტების განსაზღვრა, ცვლილებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და დამტკიცება.
საანგარიშო პერიოდში სულ მოწვეული იქნა 18 სხდომა, რომლებზეც მიღებული იქნა 713 განკარგულება და 99 დადგენილება.
მომხსენებელმა დღესვე ფრაქციის სხდომების თაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში ჩატარდა 23 სხდომა, რომლებზე 43 საკითხი განიხილეს. მათ შორის ისეთი მნიშვნელობის საკითხები, როგორებიცაა დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი, ასევე სატრანსპორტო, ინფრასტრუქტურული, ურბანული თუ გარემოს დაცვითი პოლიტიკის საკითხები.
ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის წევრი კახა ბერაძე ასევე მონაწილეობდა დედაქალაქის ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში.
მისი თქმით, კომისიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს თბილისის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებას, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობასა და ქალაქის განვითარების შესაძლებლობებთან დაკავშირებული ინიციატივების განხილვას.
რაც შეეხება სარევიზიო კომისიას, კომისიის საქმიანობა დაკავშირებულია მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესაბამისი მიმართულებების შესწავლასთან, საბიუჯეტო სახსრების გამოყენებისა და ფინანსური პროცესების საკითხების განხილვასთან, ასევე მუნიციპალური რესურსების მართვასთან დაკავშირებული საკითხების შეფასებასთან კანონმდებლობითა და კომისიის უფლებამოსილებით განსაზღვრულ ფარგლებში.
კახა ბერაძემ საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობის პრიორიტეტებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო საკრებულოს, ფრაქციისა და კომისიების მუშაობაში აქტიური მონაწილეობა, დაკისრებული მოვალეობების პასუხისმგებლობით შესრულება და დედაქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა.