28 ოქტომბერი 2026,   19:28
ვრცლად
"ვარდისფერი ოქტომბრის" კამპანიის ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთში დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

"ვარდისფერი ოქტომბრის" კამპანიის ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრაზე ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და პრევენციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს მმართველი პარტიის ქალმა დეპუტატებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და რეგიონში მცხოვრებმა ქალებმა.

ღონისძიების ფარგლებში ასევე შეაჯამეს ოქტომბრის განმავლობაში ჩატარებული აქტივობები.

"ოქტომბერი ქალთა ჯანმრთელობის თვედ გამოვაცხადეთ. პარტიის ქალთა ორგანიზაციის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, გვქონდა ძალიან აქტიური კამპანიები. სტატისტიკაც აჩვენებს, რომ, რაც ჩვენს ორგანიზაციას დაწყებული აქვს "ვარდისფერი ოქტომბრის" აღნიშვნა, მნიშვნელოვანწილად არის გაზრდილი ქალების ჩართულობა სკრინინგისა და დიაგნოსტიკის პროგრამაში. ეს, რა თქმა უნდა, მათ ჯანმრთელობას უზრუნველყოფს. აუცილებელია ყველა ის სიკეთე, რომელსაც სახელმწიფო პროგრამების სახით ვაწვდით მოქალაქეებს, მაქსიმალურად იყოს ათვისებული და, რა თქმა უნდა, ჩვენც გავაგრძელებთ ქალებზე ზრუნვას", - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა. 

დღის ამბები