28 ოქტომბერი 2026,   18:32
ვრცლად
მეხანძრე-მაშველებს 2026 წლის საზღვაო სეზონზე გაწეული სამსახურისთვის მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებს 2026 წლის საზღვაო სეზონზე გაწეული სამსახურისთვის მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. 

სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ლაშა თვაურმა, სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მეხანძრე-მაშველებს მადლობა გადაუხადა საზღვაო სეზონის განმავლობაში გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის, თავდადებისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის.

დღის ამბები