"დღეს, როდესაც საქართველო რეალურად ადგას სუვერენიტეტის განმტკიცების გზას, პირველ რიგში ყველას და ყველაფერს, უნდა დაერქვას თავისი სახელი, მათ რიცხვში, ასევე აგენტურას, ანუ თქვენ - ნიკა და თქვენ ამფსონებს", - ასე ეხმაურება გიორგი გამსახურდია ნიკა გვარამიას მიერ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას გაკეთებულ განცხადებებს.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი 90-იანი წლების ტრაგიკულ მოვლენებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ ზვიად გამსახურდიას მიერ მოპოვებული დამოუკიდებლობა სწორედ იმ პირებმა დაანგრიეს რუსულ ჯართან ერთად, რომლებსაც გვარამია თავის ტელეეთერებში იწვევდა.
"მრავალპარტიული არჩევნების გზით, როდესაც ზვიად გამსახურდიამ ქვეყანას თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოუტანა, ზუსტად ნიკას კუმირებმა, რურუებმა და ჭანკოტაძეებმა, რომლებსაც თავის ტელეეთერებში თვალებში შესციცინებდა, რუსის ჯართან ერთად, ეგ დამოუკიდებლობა და თავისუფლება, სისხლში აბანავეს.
მაგ ყველაფრის მერე, მოხდა ის რაც მოხდა, საქართველოს მაშინდელმა გარე ძალების მიერ თავსმოხვეულმა რეჟიმებმა, ქვეყანას შეუზღუდეს სუვერენიტეტი, თავისუფლება და აქციეს თავის უკანა ეზოდ.
დღეს, საქართველო, როდესაც ადგას რეალურად სუვერენიტეტის განმტკიცების გზას, პირველ რიგში ყველას და ყველაფერს, უნდა დაერქვას თავისი სახელი, მათ რიცხვში, ასევე აგენტურას, ანუ თქვენ - ნიკა და თქვენ ამფსონებს.
თუ გაემიჯნებით ამ პროცესს და დადგებით ქვეყნის მხარეზე, მაშინ საერთოდ ყველაფერზე საუბარი შეიძლება, მაგრამ, სამწუხაროდ, მეტი არ იყოს ჩემი მტერი, ეგ მოხდეს", - წერს გიორგი გამსახურდია.
