26 ოქტომბერი 2026,   19:04
ვრცლად
ირაკლი ფავლენიშვილი ოპოზიციის მცირერიცხოვან აქციაზე: ძალიან კმაყოფილი ვიყავი, იმ ადამიანების სულისკვეთებით და რაოდენობით, რაც ვიხილე თსუ-თან და შემდგომში უკვე რუსთაველის გამზირზე

თითქმის 2-კვირიანი ანონსისა და ორგანიზების მიუხედავად, ოპოზიციის აქცია მაინც მცირერიცხოვანი იყო, რასაც ოპოზიციის ლიდერები თავადაც ვერ უარყოფენ.

პარტიების აკრძალვის სარჩელზე საპროტესტო მსვლელობა თბილისში გუშინ გაიმართა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციას ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ აქვს, რაც აქციაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა.

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ აქციაში მონაწილე ადამიანების რაოდენობით უკმაყოფილო არ არის. 

"მე პირადად ნამდვილად კმაყოფილი ვიყავი, მიუხედავად, იმისა, რომ ორგანიზატორი არ ვყოფილვარ, ძალიან კმაყოფილი ვიყავი, იმ ადამიანების სულისკვეთებით და რაოდენობით, რაც ვიხილე თსუ-თან და შემდგომში უკვე რუსთაველის გამზირზე", - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი. 

დღის ამბები