ჟურნალისტებმა დონალდ ტრამპს კითხვები უკრაინაში Starlink ქსელის სამხედრო მიზნებისთვის შეზღუდვის ბრძანების შესახებაც დაუსვეს. რაზეც ტრამპმა განაცხადა, რომ არ იცის ეს ვინ გააკეთა.
"არ ვიცი ვინ იყო ეს, მაგრამ ამის გაგება მაინტერესებს", - უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა ასევე გაიხსენა, რომ უკრაინამ აშშ-სგან მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება მიიღო.
"ჩვენ ბევრი რამ მივეცით უკრაინას და მათ არაფერი მოგვცეს. ჩვენ ასობით მილიარდი დოლარი მივეცით. მე უკრაინას ჯაველინები გადავეცი", - აღნიშნა ტრამპმა.