16 ოქტომბერი 2026,   16:38
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი მალტის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მალტის პარლამენტის - წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე კარმელო აბელას შეხვდა და ამ თანამდებობაზე არჩევა მიულოცა.


შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის ურთიერთობები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები. ხაზი გაესვა ამ ურთიერთობებში დიალოგის აღდგენის მნიშვნელობას და საპარლამენტო დიპლომატიის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების მზაობა გამოხატეს.

შეხვედრა შედგა იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი.

დღის ამბები