ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში სკოლის სახურავი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად სულ მცირე 33 ადამიანი დაიღუპა - მათ შორის 32 მოსწავლე და ერთი მასწავლებელი, ხოლო ათობით ადამიანი დაშავდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, მაშველები ნანგრევებში კიდევ რამდენიმე ბავშვს ეძებენ, რომლებიც, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი.
სკოლა ქალაქ პეშავარში მდებარეობდა, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთ პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია.
ადგილობრივი საავადმყოფოს წარმომადგენლის თქმით, ყველა დაღუპული ბავშვი 13 წლის ან მასზე უმცროსი იყო, დაშავებულთაგან ზოგიერთის მდგომარეობა კი კრიტიკულია.
ხელისუფლება ნგრევის მიზეზებს იკვლევს. პოლიციის ცნობით, შენობა უხარისხო მასალებით იყო აშენებული და მასზე დასაშვებზე მეტი სიმძიმე იყო განთავსებული.