16 ოქტომბერი 2026,   08:29
ვრცლად
სამართალდამცველებმა ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწრო" და ვატო ყიფიანი ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით დააკავეს

სამართალდამცველებმა ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწრო" და ვატო ყიფიანი ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

ინფორმაცია ამის შესახებ "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ვატო ყიფიანიც და ავთანდილ ბილანიშვილიც წარსულში არაერთხელ ფიგურირებდნენ გახმაურებულ კრიმინალურ საქმეებში.

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი რამდენჯერმეა ნასამართლევი არაერთი მძიმე დანაშაულისთვის, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ. ბოლოს ის ქართველმა სამართალდამცავებმა 2021 წელს დააკავეს, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ტყუპი ძმების ფეიქრიშვილების მკვლელობის მცდელობის საქმეზე. რაც შეეხება ავთანდილ ბილანიშვილს იმავე "კაწროს", მისი სახელი კი, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა 2020 წელს, როდესაც ის ფიგურირებდა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში. თუმცა, იმ პერიოდში ის მხოლოდ მოწმის სახით გამოიკითხა. ყიფიანის და ბილანიშვილის დაკავების სხვა დეტალები ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

დღის ამბები