16 ოქტომბერი 2026,   01:26
ვრცლად
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტმა ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის 2026 წლის საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა

რეგიონული იდენტობის გაძლიერება, მომსახურების ხარისხის ამაღლება და ტურისტული შეთავაზებების გამრავალფეროვნება - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტმა ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის 2026 წლის საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა.

"შემოქმედებითი ტურიზმი და თანამონაწილეობით შექმნილი კულტურული ტურისტული გამოცდილებები" - ასე ჰქვია ნომინაციას, სადაც "მზისკარი" გამარჯვებულად დასახელდა.

პროექტი ოჯახური გასტრონომიული მასპინძლობის ქსელია, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონს აერთიანებს. ერთ-ერთი ასეთია იმერეთი...

პროექტში ჩართული იყო ფოთი და ზუგდიდიც. კერძოდ - ის ობიექტები, რომლებიც უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებს რეგიონისთვის დამახასიათებელ კულინარიულ გამოცდილებას სთავაზობენ.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ამბობენ რომ - "მზისკარის" გამარჯვება საქართველოს შემოქმედებითი და გასტრონომიული ტურიზმის საერთაშორისო აღიარების მნიშვნელოვანი შედეგია.

დაჯილდოების ცერემონია საბერძნეთის კუნძულ სკიათოსზე, რიგით მე-19 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში სულ 72 განაცხადი შეფასდა.

დღის ამბები