პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა.
გიორგი ვოლსკი ახალგაზრდებს პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და ევროკავშირთან ვაჭრობის საკითხები.
"საკმაოდ საინტერესო ადამიანები არიან, სხვადასხვა ფაკულტეტებიდან, სხვადასხვა სპეციალობის მიმართულებებით სწავლობენ, შეკითხვებიც საკმაოდ კრიტიკული აქვთ. არამარტო ჩემთან, კომიტეტის თავმჯდომარეებთან აქვთ შეხვედრები, აქტუალურ თემებს ვიხილავთ, სტაჟირებასთან ერთად ეს მუშაობა, ურთიერთობა ახალგაზრდებთან საშური საქმეა და კარგი თემაა, გავაგრძელებთ ამ პრაქტიკას." - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.