13 ოქტომბერი 2026,   00:01
ვრცლად
ჩვენ ევროპული ოჯახი ვართ, დიახ, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი როლი, ჩვენ ვემხრობით დაკავშირებადობის კუთხით კომუნიკაციის გამყარებას და ურთიერთობების გაძლიერებას - რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან. სხდომაზე ევროკავშირის გაფართოების, უკრაინაში საომარი მოქმედებების და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გარდა საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოანა ცოიუს თქმით, ისინი გმობენ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებულ არჩევნებს. მისი თქმით, ევროკავშირი მზადაა დიალოგისთვის.

"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებულ არჩევნებს. ჩვენ ევროპული ოჯახი ვართ. დიახ, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი როლი. ჩვენ ვემხრობით დაკავშირებადობის კუთხით კომუნიკაციის გამყარებას და ურთიერთობების გაძლიერებას. რა თქმა უნდა, რუმინეთს ამ მიმართულებით მჭიდრო კომუნიკაცია აქვს საქართველოსთან. ევროკავშირი მზადაა დიალოგისთვის", - აღნიშნა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოანა ცოიუმ.

დღის ამბები