09 ოქტომბერი 2026,   22:19
ვრცლად
ნიკოლოზ სამხარაძე: ამ ადამიანებმა ჩაიდინეს დანაშაული, დაესხნენ თავს პრეზიდენტის სასახლეს და მათ გაცხადებული ამოცანა ჰქონდათ, საქართველოში უნდა მოეხდინათ რევოლუცია

4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორები დანაშაულს აღიარებენ. მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძის შემდეგ უკვე პაატა ბურჭულაძეც ამზადებს ნიადაგს შეწყალებისთვის.

ბოლო წერილში, რომელიც მან ციხიდან გამოაქვეყნა, წერს, რომ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება არამედ განთავისუფლების შესაძლებლობაა. ასე არ ფიქრობს მისი შვილი.

შუქრი ბურჭულაძემ დღესაც თქვა, რომ ლიდერებმა საპროცესო შეთანხმება არ უნდა მოითხოვონ. მმართველი გუნდის განცხადებით კი, ძალადობრივი აქციის ვერცერთ ორგანიზატორს ვერ გამოუვა თავისუფლების მოპოვება სახის შენარჩუნებით, რადგან თითოეული მათგანი პასუხისმგებელია იმ პროცესებზე, რასაც სახელმწიფოს წინააღმდეგ გეგმავდა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ადამიანებმა დანაშაული ჩაიდინეს, მათ საქართველოში რევოლუცია სურდათ. 

"ფაქტი არის ერთი - ამ ადამიანებმა ჩაიდინეს დანაშაული, ისინი დაესხნენ თავს პრეზიდენტის სასახლეს და მათ გაცხადებული ამოცანა ჰქონდათ, რომ საქართველოში უნდა მოეხდინათ რევოლუცია, ძალადობრივი რევოლუცია.
ეს მათ არ გამოუვიდათ. შესაბამისად, ყველა ეს ადამიანი გრძნობს პასუხისმგებლობას. მათ შორის არც საერთაშორისო საზოგადოებაში არ ჰყავთ მათ ადამიანები, რომლებიც თანაუგრძნობენ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩუმად არიან, ყველამ იცის, რომ ეს იყო თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტზე. აქედან გამომდინარე, საიდანაც არ უნდა მოაბან ყური ამ ქოთანს, ისინი არიან დამნაშავეები, შესაბამისად, საპროცესო გარიგებით თუ გამოვლენ პენიტენციური დაწესებულებებიდან, რა თქმა უნდა, ჩვენ ამის მომხრე ვართ და დანაშაულის აღიარებას მოჰყვება შესაბამისად ჰუმანური აქტიც", - აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე. 

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი კი აცხადებს, რომ რევოლუციური პროცესები, რომელიც დაგეგმეს ხუხულასავით ჩამოიშალა. 

დღის ამბები