უკრაინის პრეზიდენტი კრამატორსკში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მიტანილ იერიშს ეხმაურება და მსოფლიოსგან რეაგირებას ითხოვს.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რუსულმა ბომბმა ქალაქის ორ მიკროავტობუსს მოხვდა, სხეულის მძიმე დაზიანებების გამო კი ზოგიერთი დაღუპულის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება.
უკრაინის პრეზიდენტმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ეს დარტყმა უპასუხოდ არ დარჩება.
"რუსეთი ცდილობს, მთელი სიცოცხლე გაანადგუროს დონბასში და მსოფლიოს რეაქცია აუცილებელია. ძალისმიერი პასუხი - ზუსტად ისეთი, როგორიც რუსებმა ყველა იმ სიკვდილისთვის დაიმსახურეს, რომელიც მათ მოიტანეს. ნათელში იყოს ყველა დაღუპულის სული", - აცხადებს ზელენსკი.
უკრაინაში, ქალაქ კრამატორსკზე რუსეთის ძალების იერიშს 33 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 18.