გავრცელებული ინფორმაციით, პარტია "ახალი" იშლება. მიზეზად ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას შორის არსებული დაპირისპირება სახელდება. ერთ-ერთი ვერსიით, მელიას პრეტენზიები აქვს გვარამიასთან და მას პარტიის მიზანმიმართულ დაშლაში ადანაშაულებს.
ვის დარჩება პარტიის ბრენდი, ლოგო და ნომერი - რა კომენტარს აკეთებენ "ახალის" სხვა წევრები - კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი, ბესიკ დონაძე "კურიერთან" საუბარი არ ისურვა და აღნიშნულ ინფორმაცია არ დაადასტურა. "ტყუილია... არაა," - აღნიშნა ბესიკ დონაძემ.
ინფორმაცია "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას, არც "კოალიცია ცვლილებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი ბუტიკაშვილმა დაადასტურა. "არ არის საპასუხო არაფერი," - აღნიშნა გიორგი ბუტიკაშვილმა.
ავტორი: ნანა გოგატაძე