დედაქალაქში შემოდგომის მთავარი დღესასწაული გრძელდება - თბილისობა 2026 წელსაც მასშტაბურად აღინიშნება.
ორბელიანის, ევროპისა და გუდიაშვილის მოედნები, რიყის პარკი, ლეღვთახევი და მეტეხის ხიდი - 5 ლოკაცია და მრავალფეროვანი პროგრამა ადგილზე მისულ სტუმრებს დღესაც დახვდებათ.
ღვინის ფესტივალი, გასტრონომიული სივრცე, შემეცნებითი და კულტურული აქტივობები, კვების და ბავშვთა გასართობი ზონები- თბილისობის ტრადიცია წელსაც უცვლელია. დღეს საპატიო თბილისელებსაც დააჯილდოებენ.