01 ოქტომბერი 2026,   18:37
ვრცლად
"ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში თავისუფლების მოედანზე ცოცხალი ჯაჭვი შეიკრა

"ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში თავისუფლების მოედანზე ცოცხალი ჯაჭვი შეიკრა. მსოფლიო მასშტაბით ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვედ მიიჩნევა. ამ თვეს 50-მდე ქვეყანა აღნიშნავს და მას "ვარდისფერ ოქტომბერს" უწოდებს.

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები საინფორმაციო კამპანიას უერთდებიან, რომელიც ქალთა ონკოლოგიური დაავადებების ცნობადობის ამაღლების მიზნით იმართება.

ცოცხალი ჯაჭვის მიზანი კი საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და ცნობადობის ამაღლებაა.

დღის ამბები