26 სექტემბერი 2026,   20:35
ვრცლად
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხებზე უწყებათაშორისი კოორდინაციისა და კონსულტაციის მიზნით შექმნილი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომაზე განხილული იყო საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები. კომისიის წევრებმა კონკრეტული მიმართულებებით შემდგომი რეაგირების საჭიროებები განსაზღვრეს და შესაბამისი უწყებებისთვის კონკრეტული რეკომენდაციები შეიმუშავეს.

უწყებათაშორისი კომისიის სხდომას ხელმძღვანელობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი.

სხდომაში მონაწილეობდნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.

კომისიის საქმიანობის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობისა და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროები საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტების ეფექტიანი განხორციელების, არსებული გამოწვევების დროული იდენტიფიცირებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით კოორდინირებულ მუშაობას განაგრძობენ.

დღის ამბები