24 სექტემბერი 2026,   18:00
ვრცლად
საქართველო ევროკავშირისგან სამართლიან დამოკიდებულებას ითხოვს - ლევან მახაშვილი ლუქსემბურგში ვიზიტზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღეიდან ლუქსემბურგში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს.

დაგეგმილია შალვა პაპუაშვილისა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს დეპუტატთა პალატის სპიკერის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში.

ქართული საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან, ასევე, საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციისა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეები.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევროპელ პარტნიორებთან ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო ევროკავშირისგან მხოლოდ სამართლიან დამოკიდებულებას ითხოვს.

"გვექნება შესაძლებლობა, რომ განვიხილოთ ყველა საკითხი, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებში თუ მრავალმხრივ ურთიერთობებში არის საინტერესო. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება საქართველო-ბრიუსელის ურთიერთობებიც, მით უმეტეს, რომ ლუქსემბურგში რამდენიმე დღეში არის დაგეგმილი ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭო. ეს არის ჩვენთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ მაშინ, როდესაც ბრიუსელს ამ ეტაპზე აქვს გადაწყვეტილი კარი ჰქონდეს დახურული, ჩვენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ვისაუბროთ ყველა იმ პრობლემატიკაზე, რომელიც სწორედ ამ კარის დახურვის მიღმა და მიზეზები იყო თავის დროზე.

ჩვენი მთავარი გზავნილი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირს ჰქონდეს სამართლიანი დამოკიდებულება. საქართველო არ ითხოვს არც რაიმე რაღაც განსაკუთრებულ, პრივილეგირებულ მოპყრობას ან რაღაც განსაკუთრებულ პირობებს, ან მოკლე გზას ევროკავშირში წევრობის გზაზე, საქართველო ითხოვს სამართლიან დამოკიდებულებას, რომლის ფარგლებშიც, რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში იქნება შესაძლებელი ნორმალური, კონსტრუქციული დიალოგი," - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

დღის ამბები