საუდის არაბეთის სამეფო 96-ე ეროვნულ დღეს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით, საქართველოში საუდის არაბეთის საელჩოს ორგანიზებით, ოფიციალური მიღება გაიმართა.
შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნი. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ საუდის არაბეთის კულტურას, სამზარეულოსა და მიმდინარე პროექტებს.
"ვამაყობთ ჩვენი ბუნებით" - ასეთია სამეფოს წლევანდელი ეროვნული დღის სლოგანი. თარიღი საუდის არაბეთის მონარქის მიერ მეოცე საუკუნეში სამეფოს გაერთიანებას უკავშირდება.