22 სექტემბერი 2026,   06:39
ვრცლად
ბერლინში "მემარცხენე პარტია" ლიდერობს, მეკლენბურგ-წინა პომერანიაში -"ალტერნატივა გერმანიისთვის" - ადგილობრივი საპარლამენტო არჩევნები მერცის პარტიისთვის ისტორიული მარცხით დასრულდა

გერმანიის ორ ფედერალურ მიწაზე ჩატარებული არჩევნები კანცლერ ფრიდრიხ მერცის პარტიისთვის ისტორიული მარცხით დასრულდა.

მეკლენბურგ-წინა პომერანიაში, ხმების 38%-ზე მეტით, პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის" გაიმარჯვა. მეორე ადგილზე, 35.5%-ით, "სოციალ-დემოკრატები" გავიდნენ.

კანცლერის პარტიამ, "ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა" კი 5%-იანი ბარიერიც ვერ გადალახა და პარლამენტს მიღმა დარჩა. ფრიდრიხ მერცმა შედეგს "კატასტროფა" უწოდა. ეს პარტიის ისტორიაში, 1945 წლის შემდეგ, ყველაზე ცუდი საარჩევნო მაჩვენებელია.

ბერლინში კი, პირველი ადგილი "მემარცხენე პარტიამ" დაიკავა. მათ ხმების თითქმის 26% მიიღეს; "ქრისტიან-დემოკრატები" თითქმის 20% მეორეზე არიან, "ალტერნატივა გერმანიისთვის" მესამე პოზიციას იკავებს.

"ჩვენ "ქრისტიან დემოკრატიული კავშირი" ჩავანაცვლეთ, ასეთი მხარდაჭერა იმიტომ გვაქვს, რომ ხალხს პოლიტიკური კურსის ცვლილება სურს. აღარ უნდათ ძველი გზის გაგრძელება. მათ სურთ გონივრული პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის ინტერესებზე იქნება მორგებული. ჩვენი, როგორც პოლიტიკოსების მოვალეობაა ქვეყნის ინტერესები პირველ ადგილზე დავაყენოთ და ყველას ვესაუბროთ. სწორედ, ეს არის ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთაც," - განაცხადა "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) ლიდერმა, ალის ვაიდელიმ.

 

დღის ამბები