18 სექტემბერი 2026,   16:03
ვრცლად
აჭარა მომზადებული ხვდება სასწავლო წელს. რამდენიმე სკოლა გაიხსნა კონკრეტულად ბათუმში და აჭარის რეგიონში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია - რევაზ სოხაძე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბათუმში ახლად რეაბილიტირებული №4-ე და №5-ე საჯარო სკოლები დაათვალიერა. მთავრობის მეთაურმა სკოლების პედაგოგებსა და მოსწავლეებს სასწავლო წლის სრულად განახლებულ გარემოში დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

პრემიერი სკოლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. სკოლების რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განახორციელა. მთლიანად განახლდა სკოლების ინფრასტრუქტურა; მოეწყო თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი შიდა და გარე სივრცეები, საკლასო ოთახები, სპორტული მოედნები და სკოლის ეზოები.

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე მოსწვალეებს და მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. 

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აჭარა ძალიან კარგად და მომზადებული ხვდება სასწავლო წელს. იცით, რამოდენიმე სკოლა გაიხსნა კონკრეტულად ბათუმში და აჭარის რეგიონში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ასევე აჭარის მთავრობა, აქტიურად აგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ამ რეგიონში რაც შეიძლება მალე მოგვარდეს ყველა არსებული პრობლემა. მე ვულოცავ ყველა მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელს, ვინც ახალ სკოლაში აგრძელებს ახალ სასწავლო წელს და ყველას მინდა ვუსურვო წარმატება," - აცხადებს სოხაძე. 

დღის ამბები