საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტით გათვალისწინებულია სოფელ მანავში მე-13 და მე-14 ქუჩების რეაბილიტაცია, ამ ეტაპზე იგება არმირებული ცემენტ-ბეტონის საფარი და მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის მოწყობა.
პროექტის ღირებულება მილიონ ლარზე მეტია. საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.