გამოკითხვების მიხედვით, საფრანგეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის რეიტინგები ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, "იფსოსის" კვლევამ აჩვენა, რომ ემანუელ მაკრონის მხარდაჭერის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულზეა და მის საქმიანობას 81% უარყოფითად აფასებს.
"მსყიდველობითუნარიანობასა და სოციალურ დაცვაზე არსებული შეშფოთების ფონზე, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და პრემიერ-მინისტრის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა მათ ანტირეკორდი მოხსნეს.
9-10 სექტემბერს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ქვეყნის მეთაურმა ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ პოპულარობის ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია - მას დადებითად მხოლოდ 16% აფასებს.
მოქმედი პრეზიდენტის რეიტინგი მოსალოდნელად შემცირდა ოპოზიციის მხარდამჭერებშიც", - წერს გამომცემლობა RTL-ი
ფრიდრიხ მერცს კი, ქვეყნის მოსახლეობის 79% არ ენდობა. გერმანიაში საზოგადოებრივი აზრის კვლევა "ბილდის" დაკვეთით ჩატარდა.
"შავ-წითელი კოალიციისთვის და განსაკუთრებით კანცლერი ფრიდრიხ მერცისთვის გამოკითხვების შედეგები დამანგრეველია: გერმანიის მოსახლეობის მხოლოდ 14 პროცენტს მიაჩნია, რომ ის შეეფერება ფედერალური კანცლერის თანამდებობას. ხოლო 78 პროცენტი საპირისპირო მოსაზრებას გამოთქვამს. მერცს მხარს აღარ უჭერს ამომრჩეველთა უმრავლესობა" - წერს გამომცემლობა WELT-ი