უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რადას გენერალური პროკურორის, რუსლან კრავჩენკოს თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
ცნობილია, რომ ქვეყნის ანტიკორუფციულმა უწყებებმა გენპროკურატურაში ჩხრეკა ჩაატარეს და დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინეს, რომელიც თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობის სანაცვლოდ ქრთამს იღებდა.
საქმეზე დაკავებულია პროკურატურის მაღალჩინოსანი. მიმდინარე გამოძიების ფონზე, რუსლან კრავჩენკომ გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერა.