14 სექტემბერი 2026,   16:18
ვრცლად
პრემიერი: გეკა გელაძე გამორჩეული პროფესიონალია, მას გამოარჩევს კეთილსინდისიერება, ძალიან ბევრი რამ გააკეთა როგორც შსს-ში, ასევე სუს-ში, მას ჰქონდა თავისი პირადი მიზეზები, რაზეც თავად არ ისურვა საუბარი

გეკა გელაძე არის ნამდვილად გამორჩეული პროფესიონალი, გამორჩეული პიროვნული თვისებების მქონე ადამიანი და გამორჩეული მოღვაწე თავის სფეროში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

„მას ჰქონდა თავისი პირადი მიზეზები და თავად არ ისურვა ამ პირად მიზეზებზე საუბარი. რა თქმა უნდა, ეს მისი საქმეა. მე კიდევ ერთხელ შემიძლია გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ის არის გამორჩეული პროფესიონალი. მას გამოარჩევს კეთილსინდისიერება. ეს არის ჩემი დამოკიდებულება, რაც შემიძლია კიდევ ერთხელ გითხრათ", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

დღის ამბები