15 სექტემბერი 2026,   04:35
ვრცლად
ირაკლი კობახიძე: რეგიონული მინისტრის თანამდებობა გაუქმდება, ერთიან სამინისტროდ - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდ გაერთიანდება, შესაბამისად, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ გვექნება

რეგიონული მინისტრის თანამდებობა გაუქმდება. ერთიან სამინისტროდ - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდ გაერთიანდება, შესაბამისად  სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ გვექნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

რაც შეეხება კულტურის მინისტრს, პრემიერის თქმით, სიახლე უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

"რეგიონული მინისტრის თანამდებობა გაუქმდება. ერთიან სამინისტროდ - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდ გაერთიანდება, შესაბამისად  სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ გვექნება მთავრობის შემადგენლობაში. რაც შეეხება კულტურის მინისტრს, სიახლეს უახლოეს დღეებში, მომავალში გაიგებთ", - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები