14 სექტემბერი 2026,   16:18
ვრცლად
პრემიერი ჯუანშერ ბურჭულაძეზე: როდესაც იდება საპროცესო გარიგება, ეს არ ნიშნავს, რომ ბრალი მცირდება, თანამშრომლობა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და საპროცესო გარიგების დადება არის საფუძველი სასჯელის შემსუბუქებისთვის

თანამშრომლობა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და საპროცესო გარიგების დადება არის საფუძველი სასჯელის შემსუბუქებისთვის, არა - ბრალის გაქარწყლებისთვის, ან განეიტრალებისთვის რაიმე ფორმით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ჯუანშერ ბურჭულაძის საპროცესო გარიგებას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საპროცესო გარიგება არ ნიშნავს ბრალის შემცირებას.

„საპროცესო გარიგების ბუნება ასეთია - როდესაც იდება საპროცესო გარიგება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრალი მცირდება. ბრალი არის ბრალი. უბრალოდ თანამშრომლობა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და საპროცესო გარიგების დადება არის საფუძველი სასჯელის შემსუბუქებისთვის, არა - ბრალის გაქარწყლებისთვის, ან განეიტრალებისთვის რაიმე ფორმით, არამედ სასჯელის შემცირებისთვის და ეს არის ზუსტად საპროცესო გარიგების ბუნება,“- აღნიშნა პრემიერმა.

დღის ამბები