უკრაინის ქალაქ კრამატორსკში ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი. ოკუპანტებმა ავიაიერიში საცხოვრებელ კორპუსზე ღამით მიიტანეს. მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ქალის ამოყვანა შეძლეს. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ათამდე ადამიანი.
კრამატორსკის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა ქალაქის ცენტრში. აფეთქდა ავტომანქანა - ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა.
ამავე დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის ლიდერს მოუწოდა, შეწყვიტოს რუსული დიზელის ინფრასტრუქტურის სამიზნეში ამოღება. ტრამპის თქმით, ეს თავდასხმები საწვავის დეფიციტს იწვევს, რაც "მსოფლიოს აზარალებს".
თავის მხრივ, უკრაინა აცხადებს, რომ გადამამუშავებელი ქარხნები ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეებია. აშშ-ში დიზელის საშუალო ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.