13 სექტემბერი 2026,   20:46
ვრცლად
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის დახურვის ღონისძიებას დაესწრო - 2026 წელს ბანაკმა 2 880 ახალგაზრდას უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში სტუდენტთა მხარდაჭერის კუთხით განხორციელებულ ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

2026 წლის ბანაკის ბოლო ნაკადს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სტუმრობდნენ.

2026 წელს ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი 12 ნაკადად განხორციელდა და ჯამში 2 880 ახალგაზრდას უმასპინძლა, მათ შორის, 720 სკოლის მოსწავლესა და 2160 სტუდენტს.

ბანაკის მიზანია ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, აქტიური დასვენებისა და არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ეროვნული ღირებულებების პოპულარიზაცია.

ხუთდღიანი საბანაკე პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ საგანმანათლებლო, შემეცნებით და სპორტულ აქტივობებში.
მიმდინარე წელს ანაკლიაში განახლდა საბანაკე ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ბანაკი სრულად აღიჭურვა საჭირო ინვენტარით.

დღის ამბები