პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" დროებითი მმართველობის საბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზა ღია დისკუსიის ფორმატია.
ამით ის გამოეხმაურა ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისრის, მარტა კოსის მოთხოვნას, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა ტრამპის მოძრაობასთან ურთიერთობა უნდა გაწყვიტონ,
"როდესაც დემოკრატიაში არის დისკუსია, დისკუსია საჯარო ფორმით წყდება და ამ შემთხვევაში მონახავენ ფორმას და გადალახავენ იმ გამოწვევებს, რომელიც აქვთ ერთმანეთის მიმართ. ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროინტეგრაცია, ევროპული პერსპექტივის რეალიზება," - აცხადებს ლაშა ფარულავა.
ცნობისთვის: ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ კანდიდატი ქვეყნებისთვის მიუღებელი უნდა იყოს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისა და ტრამპის მოძრაობის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა, რადგან მისი მტკიცებით, ისინი ევროპული ცივილიზაციისა და ეკონომიკის დაღმასვლაზე საუბრობენ.