11 სექტემბერი 2026,   01:36
ვრცლად
გაეროში ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადებას, რომელმაც საქართველოს მოუწოდა გააუქმოს ან გადახედოს ბოლოს მიღებულ კანონებს, ოპოზიციაში აფასებენ

გაეროში ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადებას, რომელმაც საქართველოს მოუწოდა გააუქმოს ან გადახედოს ბოლოს მიღებულ კანონებს, ოპოზიციაში აფასებენ.

"დემოკრატიული, ცივილიზებული სამყარო, რა თქმა უნდა, საქართველოს მოუწოდებს, რომ ისეთი კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პროცესს, ისეთი კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ცივილიზებულ, კონსტიტუციურ წყობაში საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას, რა თქმა უნდა, უნდა გააუქმოს," - აცხადებს პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი თაზო დათუნაშვილი

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ლევან გოგიჩაიშვილის თქმით კი, ევროკავშირს რომ უნდოდეს მკაცრი ზეწოლის განხორციელება, ამას "ქართული ოცნება" ვერ გაუძლებდა:

"ეს კანონები, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" მიიღო, არავის მოსწონს. ევროკავშირს რომ უნდოდეს მკაცრი ზეწოლის განხორციელება, დამიჯერეთ, "ქართული ოცნება" მაგ ზეწოლას ვერ გაუძლებდა", - აღნიშნავს ლევან გოგიჩაიშვილი.

დღის ამბები