09 სექტემბერი 2026,   20:24
ვრცლად
აშშ-მა ჰორმუზის სრუტეში, კუნძულ ხარგის სიახლოვეს ირანის რამდენიმე ნავთობტანკერი დაბომბა

აშშ-მა ჰორმუზის სრუტეში, კუნძულ ხარგის სიახლოვეს ირანის რამდენიმე ნავთობტანკერი დაბომბა. ამის შესახებ CNN-ს ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა.

ერთ-ერთი მათგანის ინფორმაციით, ამერიკულმა ძალებმა ის ირანული ტანკერები დაბომბეს, რომლებიც "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან" იყვნენ დაკავშირებული. მისი თქმით, დარტყმები აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდზე ირანის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების მცდელობის საპასუხოდ განხორციელდა.

მომხდართან დაკავშირებით ირანის ხელისუფლების მხრიდან ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაკეთებულა და თავდასხმის შესახებ კომენტარი არც აშშ-ის ცენტრალურ სარდლობას გაუკეთებია.

დღის ამბები