ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან, ზღვაში, ავარიულად დაეშვა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
კერძო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ორი ბელგიელი მამაკაცი იმყოფებოდა, ბათუმიდან ორდუ-გირესუნის აეროპორტისკენ მიფრინავდა, როდესაც, ტექნიკური გაუმართაობის გამო, რიზეს პროვინციის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა.
მაშველებმა ორივე ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.